სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის / 2013-11-02 10:13:02

ახალი ამბები

 ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს  მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.

  საქართველოს პარლამენტის მეირ განიხილება კანონპროექტი, რომელიც პირის მიერ  რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურების ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს და მისი ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას, პლურალური, ლიბერალური  და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში.   

საიამ პარლამენტს „პოლიციის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა / 2013-09-30 03:10:49

ახალი ამბები

„პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საიამ პარლამენტს 26 სექტემბერს წარუდგინა. 

დღეს მოქმედი კანონი „პოლიციის შესახებ“ 1993 წელს არის მიღებული და საკმაოდ მოძველებულია. დიდი ხანია დღის წესრიგში დგას მისი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ჩანაცვლების საკითხი. ახალი კანონის პროექტის სტრუქტურა კარგად არის ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები ცალკე თავად ჩამოყალიბდა და დაიხვეწა.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურებიან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს / 2013-09-30 03:31:53

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. პირველ რიგში, გვსურს კმაყოფილება გამოვთქვათ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთობლივი წინადადებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა. აღნიშნული ცვლილებების საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება პროფესიული ნიშნით, მათი კვალიფიკაციისა და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით. 

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება / 2013-09-26 02:27:32

ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - თამაზ ტყემალაძის 2013 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით, ეკა კვესიტაძე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. გათავისუფლების საფუძვლად  გადაცემა ,,აქცენტების“ დახურვა დასახელდა.  

ჟურნალისტს სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ხელშეკრულება 2013 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს გათავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების შემცირებული ვადა და სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების შესახებ. 

კოალიციის პოზიცია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით / 2013-09-28 04:32:04

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიესალმება ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმის გაგრძელების ინიციატივას და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლების სამივე შტოსთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და განმტკიცება საქართველოში. 

საია სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაში სასამართლოში დაიცავს / 2013-09-04 10:09:29

ახალი ამბები

ხვალ, 5 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სალომე ზურაბიშვილის სახელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ცესკოს თავმჯდომარის 2013 წლის #64/2013 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება / 2013-09-09 03:41:59

ახალი ამბები

2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა,სამეურვეო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა საბჭოს ორი წევრი, ნინო დანელია და ნატალია დვალი, რომელთაც სხდომაზე, ნოტარიულად გაცემული მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენდნენ საბჭოს ყოფილი წევრი ლევან გახელაძე და მოქმედი წევრი მამუკა ფაჩუაშვილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ / 2013-09-19 10:21:10

ახალი ამბები

ერთი წლის წინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები, რამაც ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე და მასშტაბები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 18 სექტემბერს და შემდგომში გამოქვეყნებული კადრები ადასტურებდა არასათანადო მოპყრობის იმ პრაქტიკას, რომელზეც მანამდე საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უთითებდნენ. თუმცა, აღნიშნული შეფასებების საპასუხოდ, შიდა კონტროლის მექანიზმების, საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების ლოიალურობით, პოლიტიკური ნების არარსებობითა და უმოქმედობით დაუსჯელობის სინდრომისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის წახალისება ხდებოდა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციები განიხილა / 2013-09-20 09:56:18

ახალი ამბები

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა, 2013 წლის 20 სექტემბერს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციების განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

  შეხვედრაზე განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილებით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. ამასთანავე, წარმოადგინეს, საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის მიერ ჩატარებული, ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგები.