სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნანუკა ყრუაშვილი

დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი

ელ. ფოსტა: nkruashvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

ნანუკა ყრუაშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი და ეწევა აკადემიურ საქმიანობას ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიურ გამომცემლობაში საერთაშორისო სამართლის დაადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის საკითხებზე.

გარდა ამისა, ის გახლავთ მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართლის სალექციო კურსზე.


ნანუკას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიისგან მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი (Magna Cum Laude, 2019-2020) გარდამავალი მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დისციპლინაში. 


ასევე ფლობს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის (Summa Cum Laude, 2017-2019) და ბაკალავრის (Summa Cum Laude, 2012-2017) ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.

მან 2022 წელს წარმატებით დაასრულა ინტენსიური კურსი რიგის უმაღლეს სამართლის სკოლაში ევროკავშირის სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით.

ნანუკა 2015-2016 წლებში გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სამართლის ფაკულტეტზე და ემპორიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ა.შ.შ, ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის Global Undergraduate Exchange Program-ის კურსდამთავრებული).


ნანუკა აქტიურად მონაწილეობს გარდამავალი მართლმსაჯულების, საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების სფეროში ჩატარებულ სხვადასხვა აკადემიურ პროგრამებსა და პროექტში.

ის 2016 წლიდან ჩართულია საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე - მონაწილის, გუნდის მწვრთნელის და მოსამართლის სტატუსით. 


ნანუკა არის ათობით სტატიის და კვლევის ავტორი საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სისხლის და ჰუმანიტარული სამართლის და გარდამავალი მართლმსაჯულების სფეროებში.