ელ. ფოსტა: emamrikishvili@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
ეკა მამრიკიშვილი საიაში 2018 წლის მარტის თვიდან მუშაობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.
2017-2018 წლებში, იგი ჩართული იყო ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამაში;
2016 წელს ეკამ სტაჟირება გაიარა Article 1 / Hrcarehouse-ში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის კვლევის მიმართულებით;
2015-2016 წლებში კი, იგი ჩართული იყო ადამიანის უფლებათა ეროვნული ისნტიტუტის კვლევაში. საკვლევი თემა: პირის დაკავებისა და პრაქტიკის კვლევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ეკა გახლდათ:
- 2018 წ. - წარმომადგენელი N885-1231 კონსტიტუციურ სარჩელებზე (ე.წ. „მოსმენების საქმე“);
- 2018 წ. - წარმომადგენელი/მოსარჩელე N790 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებების შესახებ;
- 2016 წ. - სასამართლო მეგობრის მოსაზრება N703 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
- 2016 სასამართლო მეგობრის მოსაზრება N690 კონსტიტუციურ სარჩელზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ.
ასევე, ეკა მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და კონფერენცია-სემინარებში. მათ შორის, აღსანიშნავია:
- 2018 წ. ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) მე-3 კონგრესში მონაწილეობა;
- 2016 წ. საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა.
ეკას მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ამაჟამად, იგი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „საჯარო სამართალი და პოლიტიკა“ სტუდენტი.