სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მერაბ ქართველიშვილი

ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი

ელ. ფოსტა: mkartvelishvili@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

2019 წლის დეკემბრიდან არის საია-ს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი. მერაბი, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის დეკემბრის თვემდე იკავებდა საია-ს სისხლის სამართლის ანალიტიკოსის პოზიციას, ასევე იყო სისხლის სამართლის მონიტორინგის გუნდის ხელმძღვანელი.

2018-2019 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის კომიტეტის წევრი.

2015 წლის ივლისიდან არის ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2015-2018 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.

2013-2015 წლებში მუშაობდა რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის ა(ა)იპ მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი საქართველოში (IMTD-Georgia), ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე.

ის არის არაერთი კვლევის, ანგარიშის თუ ანალიტიკური დოკუმენტის ავტორი/თანაავტორი.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში. მათ შორის:

  • სამუშაო ვიზიტი პოლონეთში (ODIHR/FAIR TRIAL). მრგვალი მაგიდა თემაზე „წამების გამომწვევი მიზეზები“. 2019 წელი.
  • სამუშაო ვიზიტი ბოსნია-ჰერცოგოვინაში (OSCE/ODIHR). ყოველწლიური შეხვედრა სასამართლო მონიტორინგის შესახებ. 2019 წელი.
  • სამუშაო ვიზიტი უკრაინაში (OSCE/ODIHR). ყოველწლიური შეხვედრა სასამართლო მონიტორინგის შესახებ. 2018 წელი.
  • საერთაშორისო გაცვლითი სემინარი იტალიაში (ERASMUS+), თემაზე გენდერის საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. 2015 წელი.

მერაბს აქვს დამთავრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბაკალავრი), ხოლო 2016 წელს მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართალში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA).