ელ. ფოსტა: tsjananashvili@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
.
ცირა ჯანანაშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებს საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის პოზიციას.
ცირა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სპეციალიზებულია სამოქალაქო- ადმინისტრაციულ სამართალში.
2020 წლის მარტიდან 2022 წლის ნოემბრამდე - იგი გახლდათ საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტ-კონსულტანტი სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
2020 წლის იანვრიდან მარტამდე - ცირამ სტაჟირება გაიარა New Vision Legal Aid Office - იურიდიული დახმარების ცენტრში იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.
2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის მარტამდე - ცირა იყო მონიტორი საია-ს პროექტში ,,მედია გარემოს განვითარება საქართველოში“.
2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე - მან გაიარა სტაჟირება საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე.
ცირა ჯანანაშვილს მინიჭებული აქვს კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2022 წ.) და
სამართლის ბაკალავრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში (2020 წ.).
ასევე, ცირას აქვს ტრენერობის გამოცდილება.