სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტის ასისტენტი

უკან

საია აცხადებს კონკურსს მიგრაციის პროექტის “საქართველოში მიგრაციის მენეჯმენტის განვითარება, კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირების, ცნობიერების ამაღლების, ქსეულური მუშაობისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით“ ასისტენტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

- პროექტის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება ( შეხვედრების დაორგანიზება, ყველა საჭირო საორგანიზაციო საკითხის მათ შორის ექსპერტების საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა და ა.შ.);

- საიას რეგიონულ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;

- პროექტული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;

- მცირე მოცულობის დოკუმენტების თარგმნა (ქართულიდან ინგლისურად);

- მცირე მასშტაბის შიდა კვლევების მომზადება, სხვადასხვა საქმიანობის დასაგეგმად;

- კომუნიკაცია პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან;

- სხვადასხვა ტექნიკური დავალების შესრულება.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

- კომპიუტერთან მუშაობა;

- ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი შემდეგი დარგებიდან ერთ-ერთში: განვითარების თეორიები (development studies), მიგრაცია, ცვლილების თეორიები, ბიზნესის საფუძვლები, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო სამართალი ან სხვა დაკავშირებული დარგი.

 

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- მიგრაციის საკითხების ცოდნა;

- საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის  გამოცდილება;

- საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპეციფიკის ცოდნა;

- ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამების (MOOC) გამოყენების გამოცდილება;

- ცხრილებთან და რუქებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;

ინგლისურის გარდა, სხვა უცხო ენის ცოდნა (მაგ. თურქული, გერმანული, იტალიური ან სხვა).

 

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

-შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  700 დან - 1000 ლარამდე (დარიცხული) კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის  10 ივლისი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494, თეონა მაჭარაშვილი 577070594;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge