სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქმისწარმოების სპეციალისტი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საქმისწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე. 

 

ძირითადი ფუნქციები:

- ორგანიზაციაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება;

- ორგანიზაციაში მოსული პირების დახვედრა, ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიღება და გადამისამართება;

- შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ქსეროასლების გადაღება და ადრესატისთვის დროული მიწოდება;

- ორგანიზაციის საქმისწარმოების ბაზის ყოველდღიური განახლება;

- რეგისტრაციისა და დოკუმენტების შინაარსის მიხედვით სააღრიცხვო/საცნობარო რეესტრის წარმოება;

- შემოსული დოკუმენტების დროული განხილვის, განაწილებისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება;

- დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულების კონტროლი;

- საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

- შემოსული წერილების, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების აღრიცხვა და აღნიშნულის საფუძველზე, ზოგადი სტატისტიკური მონაცემების მომზადება;

- ორგანიზაციაში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და ოქმების მომზადება;

- თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორისთვის შეხვედრების შეთანხმება/დაგეგმვა და ორგანიზება;

- საჭიროების შემთხვევაში ადამიანური რესურსებისა და პრ-ის ჯგუფს დახმარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი  განათლება;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;

- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

- ადამიანების სხვადასხვა კატეგორიებთან (მედია წარმომადგენლები, თანამშრომლები, წევრები, ბენეფიციარები, სტუმრები) ურთიერთობის აუცილებელი უნარები.  მათთან დიპლომატიური და ტაქტიანი საუბრის მანერა;

- საქმისწარმოების, ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენის, მიღებული დოკუმენტების კლასიფიკაციის, რეგისტრაციის და მათთან მუშაობის უნარი;

- ეტიკეტის წესების ცოდნა;

- აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენციის წარმოების უნარი;

- უნარი განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს კონფიდენციალურ საკითხებს;

- სწრაფი ბეჭდვისა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები;

- დეტალებზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური;

- სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

 

ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

სააპლიკაციო ფორმის არასრულად შევსების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის  11 ივნისი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge