საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციაცია აჭარის ფილიალში - ბათუმში აცხადებს კონკურსს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქციები:
- დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;
- პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები;
- მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;
- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საიას იურიდიული დახმარების კრიტერიუმებისა და საიაში მიმდინარე პროექტების მიზნების შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება/მოძიება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;
- პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;
- კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;
- სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა;
- ადვოკატის მოწმობა (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება;
-მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 აპრილი.
საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge