სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორის პოზიციაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის სისტემური ცვლილების მიღწევა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამა შედგება პროგრამის სტრატეგიის შესაბამისი პროექტების პორტფოლიოსგან. პროგრამას ხელმძღვანელობს პროგრამის დირექტორი, რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი პროექტის კოორდინატორიც. ყველა ცალკეულ პროექტს წარმართავს პროექტის კოორდინატორი.    

ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი პასუხისმგებელია შესაბამისი პროგრამის სტრატეგიულ დანერგვასა და განვითარებაზე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების/სერვისების ეფექტიან განხორციელებაზე.

ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორის ძირითადი ფუნქციაა პროგრამული მიზნებიდან გამომდინარე არსებული ვითარებისა და გამოწვევების მიმდინარე ანალიზი, სტრატეგიის შესაბამისად პროექტების პორტფოლიოს განვითარება და პროექტების სინერგიისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ასევე საარჩევნო პროექტების ფარგლებში კარგი მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობა.

 ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორის ძირითადი ფუნქციები: 

- დირექტორთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულება;

- ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული სისტემის (კანონმდებლობის, სხვადასხვა სტრუქტურების, პროცესების) მუდმივი ანალიზი და ხარვეზების იდენტიფიკაცია;

- ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის დონის ასამაღლებლად საიას სტრატეგიის - პრიორიტეტული ამოცანების დრაფტის მომზადება, მისი განხილვისა და დამტკიცების კოორდინაცია;

- პროგრამის სტრატეგიიდან გამომდინარე პროექტებზე იდეების / წინადადებების გამოვლენა და პროექტების ინიცირება, პროექტების განაცხადებისა და ფონდების მოზიდვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;

- პროგრამის პორტფოლიოში შემავალ პროექტებს შორის კოორდინაციის მექანიზმის შემუშავება და დანერგვა სინერგიის გაზრდისა და გადაფარვების თავიდან აცილების მიზნით;

- პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და შესაბამისი გეგმებისა და ანგარიშების გაცნობა და დამტკიცება;

- პროექტების კოორდინატორთა შესრულების მართვა, მათ მოტივაციაზე და განვითარებაზე  ზრუნვა და დადგენილი წესით მათი შეფასების განხორციელება;

- პროგრამული მიმართულებით მედია კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და შეთანხმებული წესის მიხედვით საჯარო განცხადებების გაკეთება;

- პროგრამის ფარგლებში მედიასთან კომუნიკაციის, ადვოკატირებისა და ლობირების გაძღოლა და მონიტორინგი, კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);

- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

 

უნარ-ჩვევები:

- გუნდის მართვის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- დაგეგმვისა და მართვის უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;

- პრეზენტაციის უნარი;

 

კონკურსის ეტაპები

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატები გაივლიან  გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან;

- შერჩეული კანდიდატები განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება საიას გამგეობას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ  ლინკს.   

 

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 წლიან ხელშეკრულებას.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019  წლის 5 სექტემბერი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე

ელ.ფოსტა - anitabidze@gyla.ge