სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორის პოზიციაზე (1) აჭარის, (2) სამეგრელო - ზემო სვანეთის, (3) გურიის, (4) იმერეთის, (5) შიდა ქართლის, (6) ქვემო ქართლის, (7) კახეთის, (8) მცხეთა-მთიანეთის და (9) თბილისის რეგიონებში

უკან

პროექტის მიზანს წარმოადგენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში ჩართული უწყებებისა და სხვა მხარეების მონიტორინგის მეშვეობით. პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე.

მონიტორი იმუშავებს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში. პროგრამის მიზანია, ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

პოზიციის დასახელება - არჩევნების მონიტორი

სამუშაო განაკვეთი - სრული

სამუშაო სპეციფიკა - თანამდებობა გულისხმობს დისტანციურ, საველე სამუშაოს

ანაზღაურება - 600/800 ლარის ფარგლებში.

 

საარჩევნო მონიტორი ვალდებულია მტკიცედ შეინარჩუნოს პარტიული მიუკერძოებლობა მონიტორინგისას და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში. ასევე დაიცვას მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;

 

ძირითადი ფუნქციები:

ა) განახორციელოს წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი საიას მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რაც უმთავრესად გულისხმობს ისეთი ფაქტების იდენტიფიცირებას რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, ან/და უკვე იდენტიფიცირებული ფაქტების გადამოწმებას. მჭირდრო კავშირი ქონდეს სხვადასხვა დაუცველ ჯგუფებთან, დააკვირდეს და ანგარიშებში ასახოს საარჩევნო სუბიექტების მხრიდან მათთან კომუნიკაციის სტრატეგიები;

ბ) მოპოვებული ინფორმაცია ასახოს საიას საარჩევნო ანალიტიკურ ბაზაში და განაახლოს პერიოდულად;

გ) მოამზადოს სხვადასხვა სახის დოკუმენტები, მათ შორის მოამზადოს ყოველკვირეული ანგარიშები პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობების შესახებ;

დ) პროექტის ფარგლებში ორგანიზაბა გაუწიოს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს; მონაწილოება მიიღოს სხვა სუბიექტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში;

ე) აწარმოოს მედია მონიტორინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება (გამონაკლის შემთხევებში საია განიხილავს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა განაცხადებსაც);

- სასურველია საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა და ინტერესი;

უნარ-ჩვევები

- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე; 

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

-  კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;

 

ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 13 მარტი, 18:00 საათი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge