საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.
ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას.
ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.
პოზიციის დასახელება - სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი
სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-18:00. მოიცავს 1-საათიან შესვენებას)
სამუშაო ადგილი - თბილისი
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
ორგანიზაციული ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- თანამშრომლის საპენსიო შენატანის 2%-ის ანაზღაურება;
- 4-საათიანი სამუშაო დღე პარასკევობით;
- კონკრეტულ დღეებში, შეთანხმებით, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.
საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის იურისტის ძირითადი ფუნქციებია:
- ბენეფიციარების ინტერესების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს კომიტეტების წინაშე და ამ მიზნით საჩივრების და სხვა წერილობითი დოკუმენტაციების მომზადება ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე;
- პირადი, სატელეფონო, ონლაინ და წერილობითი კონსულტაციების გაცემა საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით;
- ორგანიზაციაში შემოსული განცხადებებისა და საქმეების გაცნობა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
- პრობლემური სამართლებრივი საკითხების (კონკრეტული სფეროს ფარგლებში) შესწავლა/გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების/ ანგარიშების მომზადება;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს კომიტეტების პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;
- სხვადასხვა ღონისძიებებში, თემატურ სამუშაო ჯგუფებში, დისკუსიებსა და კონფერენციებში მონაწილეობა;
- პრეს-რელიზების მომზადება;
- გაწეული საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე);
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);
- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების გადარჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას ინგლისურ ენაზე;
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - ejokhidze@gyla.ge, subject: საარჩევნო ანალიტიკოსი.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით, 3 თვით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობდა და ამის მიხედვით გაგრძელდება თანამშრომლობა.
ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2022 წლის 10 ოქტომბერი, 23:59.
საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ საკითხებზე: თათო ონიანი, toniani@gyla.ge.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ელენე ჯოხიძე, ejokhidze@gyla.ge.