10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებები ის უზენაესი და წარუვალი ღირებულებებია, რომელთა განუხრელ დაცვასა და პატივისცემაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხო, თავისუფალი, ღირსეული ცხოვრება და განვითარება. ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული. კონსტიტუციის თანახმად, „ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“ http://gyla.ge/geo/news?info=1871