2015 წლის 28 მაისს საქართველოში მოღვაწე 15 - მა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის შეფასების ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ანგარიშში საია-მ წარმოადგინა შემდეგი სფეროები: სამართალდამცავი სისტემა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სასამართლო, კულტურული მემკვიდრეობა და დევნილთა უფლებები.