2014 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით XXI საერთო კრება გამართა. კრების დროს საიას თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა წევრების 2014 წლის ანგარიში წარუდგინეს. ღონისძიებაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ორგანიზაციის 2015 -2019 წლების სტრატეგია, რაც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საერთო კრებაზე ტრადიციულად ჩატარდა არჩევნები გამგეობის ახალი წევრების ასარჩევად. კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა. საერთო კრებაზე წევრებს საიას გამოცემებთან ერთად დაურიგდათ 2014 წლის წლიური ანგარიში, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში (2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის ოქტომბერი) გაწეული საქმიანობა.