ელ. ფოსტა: gori@gyla.ge
რეგიონი: გორი
ქეთევან ბებიაშვილი 2000 წლიდან დღმდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელია. 1997-1999 წლებში იყო გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკავშირის ახალგაზრდობასთან მუშაობის ჯგუფის ხელმძღვანელი. 1999 წელს მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „გორის“ განათლების საკითხთა ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2000 წელს იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „ გორი“-ს ოფისის გამგეობის წევრი. 1999- 2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთა მუშაობის შიდა ქართლის სამსახურის თანაშემწე. 2001 წლიდან აქვს დაკავებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის კოორდინატორის , ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში ადვოკატისა და კონსულტანტის პოზიცია . 2001 წლიდან – “პრაქტიკული სამართლის” პედაგოგია. 2001- 2002 წლებში იყო ორგანიზაცია “ბილიკის” ტრენერი ბავშვთა უფლებათა სფეროში “ბავშვთა უფლებათა ვაგონი” პროექტის ფარგლებში. 2002_2006 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გორის ფილიალის ლექტორი ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის კურსით . 2003 წელს იყო გორის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი, სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ადვოკაციის პროცესის კორდინატორი. 2004წელს იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯის პედაგოგი. 2004 წლიდან სკოლა-ლიცეუმის სამართლის და ადამიანის უფლებების პედაგოგი. 10-23.03.2004 წელს პოლონეთში გაიარა სასწავლო კურსი „ სამოქალაქო დიპლომატია- არასამთავრობო ოგანიზაციებს შორის ურთიერთობათა გაფართოვება და გაძლიერება. ადამიანის უფლებები“. 2005-2006 წლებში იყო. გორის საგამოცდო ცენტრის კურატორი ერთაინ ეროვნული გამოცდებზე. 2001 წლიდან დღემდე ქეთევანი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტრენინგებში როგორც ტრენერი ადამიანის უფლებების კუთხით. 2006 წლის თებერვალი-მარტი იყო ურბანული ინსტიტუტის ექსპერტ-ტრენერი თვითმმართველობის საკითხებში 2006 წელს იყო CHF-ის მიერ ჩამოყალიბებული გორის საპარტნიორო საბჭოს წევრი. 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მაისამდე იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის საქართველოს ოფისის კონსულტანტი ადამიანის უფლებებში. 2008 წელს იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის ტრენერი თემაზე - სასამართლო უნარ -ჩვევები. 2010-2011 წლებში იყო საია-ს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. 2012 წლის 22 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის IVLP პროგრამის მონაწილე.