საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 19 დეკემბერს კვლევის - „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“ პრეზენტაცია გამართა, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც საქართველოში არსებულ ტენდენციების, ისე საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ციხეებში ბოლო თვეების მანძილზე მომხდარ მოვლენებს ეხმიანებიან.
მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პატიმრების მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა. თუმცა, იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ახალ ხელისუფლებას ერგო, განსაკუთრებით ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, მათ შორის, საზოგადოებაში წლების განმავლობაში გამყარებული ნეგატიური სტერეოტიპები და სასჯელაღსრულების სისტემისადმი არსებული უნდობლობა; ამ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ ნდობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის დამკვიდრებით შეიძლება მოხდეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 20 დეკემბერს წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2013 წლის 4 ივლისიდან 12 ნოემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა გარკვეული პირების, მათ შორის, შსს გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. მან დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც მისივე განცხადებით, მონაწილეობენ მოსამართლის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს შესაბამისი სუბიექტების მხრიდან.
როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ 14 დეკემბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მერაბიშვილის განცხადებით, ის მიიყვანეს უცნობ შენობაში, მისი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას დახვდა საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პიროვნება. მერაბიშვილის გადმოცემით, მთავარმა პროკურორმა მას ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება მოსთხოვა. სანაცვლოდ მას დაჰპირდნენ დახმარებას ქვეყნიდან გასვლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს დაემუქრნენ, რომ მას ციხეში შეუქმნიდნენ ცუდ პირობებს და მის მეგობრებსაც დაიჭერდნენ.
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს, ამჯერად 2 წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე. კოალიციას მიაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილება უარყოფით გავლენას მოახდენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებაზე და მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს გამოიწვიონ კანონპროექტი პარლამენტიდან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.
გთხოვთ, თანდართულ ფაილში იხილოთ საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის (წერის შედეგები) შედეგები სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავარი პროკურორის გერმანიაში ნასამართლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების ნაწილისთვის აღნიშნული ინფორმაცია არაოფიციალურად ცნობილი გახდა გახმაურებამდე და ვცდილობდით მისი ნამდვილობის ოფიციალურად გადამოწმებას, რათა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებას ზიანი არ მიეყენებინა სამართალდამცავი ორგანოს იმიჯსა და სანდოობისათვის. რადგან ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა, უნდა გაირკვეს მისი ნამდვილობა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ოფიციალურად გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა და გააცნოს საზოგადოებას.