2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების მეორე ეტაპის კენჭისყრა. ორივე ეტაპის კენჭისყრის შედეგად, ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა.
2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების მეორე ეტაპის კენჭისყრა. ორივე ეტაპის კენჭისყრის შედეგად, ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრობის კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების შეტანას. მისი ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. საიას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჰქონდა შესაძლებლობა ჩართული ყოფილიყო აღნიშნული კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე სამუშაო პროცესში და სამინისტროსათვის საკუთარი პირველადი მოსაზრებები მის ინიცირებამდე მიეწოდებინა. ცვილებების ნაწილს ორგანიზაცია დადებითად აფასებს, ნაწილს კი - უარყოფითად. საია აპირებს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები პარლამენტს უახლოეს მომავალში წერილობით მიაწოდოს.
გუშინ სოციალურ ქსელსა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, შემდეგი სიტყვებით მიმართავს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელებს: ,,მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო, პრემია დიდია.“ ვიდეომასალაში ასახულია სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ირკვევა, რომ ვიდეომასალა უკავშირდება 2009 წელს მუხროვანის მოვლენების მონაწილე პირთა წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რის შედეგადაც გარდაიცვალა გია კრიალაშვილი და მძიმედ დაიჭრა ორი ადამიანი. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნენ მიცემული და გამამტყუნებელი განაჩენები დადგა მუხროვანის მოვლენებში მონაწილე რამდენიმე პირის მიმართ.
კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების მიზნით ყველა შესაძლო ღონისძინება უნდა გაატაროს.
2014 წლის 17 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოსა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის 2011 წლის 06 ივლისს საერთაშორისო არბიტრაჟში დადებული მორიგების შეთანხმება და მისი დამატებითი დოკუმენტები. არბიტრაჟში ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა მოთხოვნა იყო ტელეკომპანია ,,იმედის" საკუთრებაში დაბრუნება და ,,მთაწმინდის პარკის" იჯარის აღდგენა, ან კომპენსაცია 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. როგორც აღვნიშნეთ, საარბიტრაჟო განხილვა დასრულდა მორიგებით, ა.პატარკაციშვილის მემკვიდრეებსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმებული პირობებით.
“კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი კონკურსი გაუმჭვირვალედ წარიმართა.”
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევა ღია კონკურსით. მუხედავად ამისა, საზოგადოებრივი დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე ჩატარებული კონკურსი დასრულდა ისე, რომ არ გამხდარა ცნობილი არც საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და არც კანდიდატების მონაცემები. ჩატარებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ იძებნება არც პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე. გაუმჭვირვალედ წარიმართა, ასევე, თავად კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესიც.
ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მივიჩნევთ, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას.
სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტი არ ყოფილა თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარებას.
ბოლო ორი თვის მანძილზე უკრაინის ხელისუფლება უგულებელყოფდა ხალხის სამართლიან და მშვიდობიან მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მიიღო სამოქალაქო უფლებების შემზღუდავი დრაკონული კანონები, რითიც მოახდინა დემონსტრანტების პროვოცირება და ხელი შეუწყო საყოველთაო დაძაბულობის ესკალაციას.
მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების მონიტორინგის პროცესის დაწყების თაობაზე. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგი მოიცავს ყველა ასეთ დაწესებულებას, მათ შორის, საპატრიარქოსთან არსებულ ბავშვთა სახლებსაც და მისი მიზანია დადგინდეს თუ რამდენად აკმაყოფილებს დაწესებულებები საქართველოში არსებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მოთხოვნებს.