18 ნოემბერს საიას რიგით XXVI საერთო კრება ჩატარდება

თარიღი: 15 ოქტ 2018

საიას წევრებო,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი (XXVI) საერთო კრება ჩატარდება 2018 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ“-ში, მისამართი: 26 მაისის მოედანი, #1.

საერთო კრებაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დაგეგმილია საიას წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება. გთხოვთ, გაეცნოთ წესდებაში შესატან ცვლილებებს და მობრძანდეთ კრებაზე. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

09:30 - 10:30 საერთო კრების მონაწილეთა რეგისტრაცია

10:30 – 10:45 მისალმება და საერთო კრების გახსნა

10:45 - 11:00 ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა

11:00 - 11:10 დღის წესრიგის დამტკიცება

11:10 - 11:20 ასოციაციის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა

11:20 - 11:30 სარევიზიო კომისიის ანგარიშის მოსმენა

11:30 -13:00 წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა

13:00 -13:20 წესდების ცვლილებების გამოცხადება/დამტკიცება

13:20 – 14:00 გამგეობის წევრთა კანდიდატების

დასახელება და გამოსვლები

14:00 – 14:40 შესვენება, კენჭისყრა

14:40 – 15:40 სხვადასხვა

15:40 – 16:00 კენჭისყრის შედეგების გამოცხადება და საერთო კრების დასრულება.

დღის წესრიგი

წესდების მოქმედი ვერსია

წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტი

წესდებაში შესატანი ცვლილებები კომენტარებით