ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე საია-მ პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

თარიღი: 2 მარ 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე[1] საია-მ პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად, იგეგმება ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში და საგრძნობლად იზრდება ჯარიმების ოდენობა 166-ე მუხლის შემთხვევაში 100 ლარიდან 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო 173-ე მუხლის შემთხვევაში - 250-2000 ლარიდან 2000-4000 ლარამდე.

საია მიიჩნევს, რომ სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს. ამასთან, სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმაზე წლების განმავლობაში მიდის საუბარი და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მსჯელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეულ გადახედვაზე. შესაბამისად, რეფორმის ინიცირებამდე კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრა ვფიქრობთ არ იქნება დადებითი შედეგების მომტანი არც უფლებრივი და არც პრაქტიკის თვალსაზრისით.

მოსაზრებების სრული ტექსტი იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში.


[1] https://info.parliament.ge/#law-drafting/15197;