ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მანანა მინდაძე საკრებულოს დეპუტატის ილო მამალაძეს ამომრჩევლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც მინდაძე აცხადებს, მას სოფლის დეპუტატმა იმის გამო უსაყვედურა, რომ ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას ვერ დაესწრო და დაემუქრა, რომ თუ არ მისცემდა ხმას ქართულ ოცნებას, დახმარებას მოუხსნიდნენ.
მინდაძე აღნიშნულ ფაქტს საიას ოზურგეთის ოფისის წარმომადგენელთანაც ადასტურებს.