არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების ასდღიანი საქმიანობა შეაფასეს

თარიღი: 18 თებ 2013

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2013 წლის 18 თებერვალს, კონფერენცია გამართეს თემაზე: „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“.

კონფერენციაზე ორგანიზაციებმა განიხილეს და შეაფასეს ახალი სამთავრობო გუნდის მიერ ინიცირებული რეფორმები. ასევე საუბარი იყო აღნიშნულ პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ პრობლემებზე.
იხ. თანდართული დოკუმენტი