აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა ისევ საფრთხეშია

თარიღი: 14 თებ 2020

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიზნით იგეგმება კონკრეტული ღონისძიებების გატარება, მათ შორის საშტატო განრიგში ცვლილება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეს ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას, ზიანს აყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

საია გამოთქვამს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.