ჩილეს გზა ავტორიტარული მმართველობიდან დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობამდე

თარიღი: 5 ივლ 2021

2020 წლის 25 ოქტომბერს ჩილეში რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობას დაუსვეს 2 კითხვა, რომლებიც ახალი კონსტიტუციის მიღებასა და მისი ტექსტის შემქმნელ ორგანოს ეხებოდა. მოსახლეობის 79%-მა ახალი დოკუმენტის შემუშავების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ჩილეს ისტორია რამდენიმე კონსტიტუციას ითვლის. მოქმედი უზენაესი კანონი 1980 წელს, რეფერენდუმის შემდეგ შევიდა ძალაში. მან სამართლებრივი ბაზა შეუქმნა დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმს. წინამდებარე ნაშრომში განხილულია კონსტიტუციის მიღება, მისი ორი დიდი რეფორმა და ბოლოდროინდელი მოვლენები. იმისთვის, რომ პროცესების მნიშვნელობა გასაგები გახდეს, კვლევა მიმოიხილავს არა მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებს, არამედ პოლიტიკურ მდგომარეობასაც. ამ კუთხით ჩილეს გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან იგი კარგად წარმოაჩენს იმ ეტაპებს, რომლებსაც გადის სახელმწიფო ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე. მკითხველი აგრეთვე გაეცნობა იმ საკონსტიტუციო მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ავტორიტარული წარსულის მქონე კონსტიტუციის შეცვლას და ახლის ფორმირების პერსპექტივებს. ახლაც ჩილეში ძირითადი კანონის თავიდან მიღებას ორი მთავარი არგუმენტი აქვს: (1) სოციალური უფლებებით სარგებლობისთვის დამატებითი გარანტიების შექმნა და (2) ავტორიტარული ფესვების მქონე კონსტიტუციის შეცვლა დემოკრატიულით.

ვრცელად იხლიეთ მიბმული დოკუმენტი