სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ებისა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით

თარიღი: 28 ოქტ 2023

დონორი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

პროექტის სახელი: სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ებისა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით.

ხანგრძლივობა: 01.10.2023 – 30.07.2024

ბიუჯეტი: 74,520.00 ევრო

მიზანი: პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დახურული საგრანტო კონკურსის შედეგად, გასცემს მცირე გრანტებს რეგიონებში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და არაფორმალურ საინიციატივო ჯგუფებისთვის, რათა ხელი შეუწყოს მათ გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ორგანიზაციების ხილვადობის გაზრდით. პროექტი ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ადგილობრივ განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.