გაცნობებთ, რომ დასრულდა კონკურსის პირველი, წერითი ეტაპი. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერით ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 9.5 ქულა. სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს მინიმუმ 5.5 ქულა.
გასაუბრება გაიმართება პირისპირ რეჟიმში საიას ცენტრალურ ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15) სისხლის სამართლის მიმართულებით 21 ნოემბერს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით კი - 21/22 ნოემბერს.
წერითი დავალების შეფასების გასაგებად მონაწილეებს შეუძლიათ მოგვწერონ მეილზე: mgabroshvili@gyla.ge
კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის, კონკურსანტმა უნდა მოგვწეროს 17 ნოემბრის 14:00 საათამდე მეილზე: mgabroshvili@gyla.ge. შემდგომ გეცნობებათ კონკრეტული დრო, როდესაც შეძლებთ ნაშრომის გაცნობას. ნაშრომის გაცნობის შემდგომ უნდა მოამზადოთ სააპელაციო განაცხადი. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით შედეგების აპელაციისას, უნდა მოგვწეროთ რომელი კაზუსის შედეგის აპელაცია გსურთ.
მიბმულ ფაილში იხილეთ გასაუბრების ეტაპზე გადასული პირებისა და გასაუბრების დროების შესახებ ინფორმაცია.
მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.