ეკომიგრანტი საიას დახმარებით საცხოვრებელ სახლს მიიღებს

თარიღი: 6 დეკ 2021

საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა ეკომიგრანტის ინტერესებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ედავებოდა. მოსარჩელე ასაჩივრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი უთხრეს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.

სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა ეკომიგრანტის სასარგებლოდ გადაწყდა. სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარისთვის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ. ასევე, მოპასუხე მხარეს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი.