EU/UNDP-ის კვლევა-გამოკითხულთა 62% უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად საიას მიმართავს

თარიღი: 26 ივლ 2017

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად საიას მიმართავს. გამოკითხულთა 66% საიას უფასო იურიდიული დამხარების სამსახურის შესახებ სმენია, ხოლო 62% დახმარებისთვის სწორედ საიას მიმართავს.

2012 წელს გაეროს განვითარების პროგრამისთვის ჩატარებულმა კვლევამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან მიმართებაში მსგავსი ტენდენცია გამოავლინა -ის რამდენჯერმე უფრო ხშირად სახელდებოდა, ვიდრე ყველა სხვა უფასო იურიდიული დახმარების სამსახური. დღეის მონაცემებით კი საიას იურიდიული დახმარების სამსახურის დასახელების მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა.