ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით

თარიღი: 11 იან 2023

პროექტის სახელი: ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით.

- 05.10.22 - 05.04.2023

- 9 980 EUR

- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

- პროექტის მიზანია, სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით ევროკომისიის 2 რეკომენდაციის შესრულების ხელშეწყობა.

რეკომენდაციების დოკუმენტის დასახელებული პუნქტების შესაბამისად და სამივე მიმართულებით, დასახელებული მიზნის მისაღწევად პროექტის ამოცანებს წარმოადგენს:

1) სამოქალაქო მონიტორინგის გაძლიერება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში;

2) სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინების მიზნით ადვოკატირების გაძლიერება პარლამენტის კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების ფარგლებში;

3) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ევროინტეგრაციის საკითხებზე.