პროექტის სახელი: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფრო ინკლუზიური და არადისკრიმინაციული გარემოს ხელშეწყობა საქართველოში
· პროექტის ხანგრძლივობა: 01/08/2024 – 31/05/2025
· ბიუჯეტი: $73,838.00
· დონორი: USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
· პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ინფორმირებულობის გაზრდა, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურებში თანაბარი ჩართვის ადვოკატირება, რისთვისაც საია ჩაატარებს კვლევას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობის შესახებ, მოამზადებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს და მოაწყობს საინფორმაციო და ადვოკატირების შეხვედრებს ადგილობრივ თემებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის დიალოგის გასაადვილებლად.