იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურებისა შესაძენად და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

თარიღი: 26 დეკ 2017

პროექტი დაფინანსებულია გერმანული ორგანიზაცია Bread for the World- Protestant Development Service-ის მიერ.

პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 522,000.00 ევრო.

პროექტის ხანგრძლივობაა 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge

მომსახურება უნდა მოიცავდეს:

აუდიტორული დასკვნა მოითხოვება ცალ-ცალკე ყოველ 6 თვიან საანგარიშო პერიოდზე, მისი დამთავრებიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

წინადადების წარმოდგენა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

- ფინანსური აუდიტის ჩატარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

- არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის გამოცდილება;

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

- მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია;

- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება ;

- ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებისათვისაც კომპანიას გაუწევია მსგავსი მომსახურება;

- შესაბამისი აუდიტორული მომსახურების გაწევის ვადები და მეთოდოლოგია;

- რეკომენდაცია რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან.

ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანია(ებ)ს შესაძლებელია ეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

დოკუმენტები მიიღება 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge, გთხოვთ საგანში მიუთითოთ: ტენდერი , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.