2016 წლის 31 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა - თენგიზ გოგმაჩაძემ, გიორგი ანდღულაძემ, ზაზა ხაჯიშვილმა, გურამ ძირკვაძემ და ილია ბეჟანიძემ ავტობუსის მოსაცდელებსა და ნაგვის ურნებზე გააკრეს სტიკერები: „დაასუფთავეთ ქობულეთი“, „პატარაძე მიხედე - ეს ქობულეთია“.
აღნიშნულის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და დაკითხეს. რა დროსაც მათ განუმარტეს, რომ დაარღვიეს ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის I და II ქვეპუნქტები, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს განიხილა აღნიშნული საქმე და 2 აქტივისტს - თენგიზ გოგმაჩაძესა და გიორგი ანდღულაძეს - 50-50 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ქალაქის იერსახის დამახინჯებისათვის.
საიას მონიტორები ესწრებოდნენ სხდომას. მონიტორინგის შედეგებს საიას საარჩენო დავების კვლევაში წარმოგიდგენთ.