კოალიციამ ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წერილობით მიმართა

თარიღი: 11 დეკ 2019

კოალიციამ ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ბატონ კლემენტ ნიალეტსო ვულუს წერილობით მიმართა. წერილში აღწერილია საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ხარვეზები, რომლის გამოყენებითაც იზღუდება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.