საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

თარიღი: 24 მაის 2022

გაცნობებთ, რომ დასრულდა კონკურსის პირველი, წერითი ეტაპი. სამოქალაქო/ადმინისტრაციულისამართლის მიმართულებით გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზეგადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც წერით ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 9 ქულა. სისხლის სამართლისმიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომლებმაც მიიღეს მინიმუმ 6 ქულა.

გასაუბრება გაიმართება პირისპირ რეჟიმში საიას ცენტრალურ ოფისში (მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15) სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - 30 მაისს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 31 მაისს.

წერითი დავალების შეფასების გასაგებად მონაწილეებს შეუძლიათ მოგვწერონ მეილზე: mgabroshvili@gyla.ge.

კონკურსანტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე, შეუძლიათ ისარგებლონ აპელაციის უფლებით. აპელაციის უფლებით სარგებლობისთვის, კონკურსანტმა ასევე უნდა მოგვწეროს მეილზე: mgabroshvili@gyla.ge შედეგების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. აპელაციისთვის საჭიროა კონკურსანტი საიას ოფისში შეთანხმებულ დროს გაეცნოს ნაშრომს და შემდგომ მოამზადოს დასაბუთებული სააპელაციო განაცხადი.

მიბმულ ფაილში იხილეთ გასაუბრების ეტაპზე გადასული პირების შესახებ ინფორმაცია.

მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.