კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე

თარიღი: 31 მაის 2013

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
დაგეგმოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები;
კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ფარგლებში მომუშავე თანამშრომლების საქმიანობას;
კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ფარგლებში პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას - საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას;
უზრუნველყოს პერიოდული ანგარიშებისა და გეგმების მომზადება;
უზრუნველყოს გრანტის გამცემისა და პარტნიორებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
მოამზადოს პერიოდული ანგარიშები პროექტების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
განახორციელოს საიას რეგიონალურ ოფისებთან კოორდინირებული მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
მიგრაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
მმართველობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
შრომის დისციპლინა;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა და ორგანიზატორული უნარი;
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საია-ს ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. ავტობიოგრაფია (CV);
2. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
3. სამოტივაციო წერილი;
4. სარეკომენდაციო წერილი.
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 1 ივლისის 18:00 საათამდე.
ელ. ფოსტით გადმოგზავნილი დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად!
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 (ყოფილი კრილოვის ქ. 15), ტელ.: საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე
2 93 61 01; 2 95 23 53 და თამარ სარაჯიშვილი – 593 16 79 77;