კონკურსი საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

თარიღი: 12 მარ 2018

ამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 23 მარტი

იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი, 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თანაშემწეს/სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი..

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 8, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 22 პირი, რომლებიც საქმიანობას დაიწყებენ 2018 წლის 1 მაისიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.

თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:

- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა;

- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;

- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;

- ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება.

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად:

კონკურსის პირველი ეტაპზე (წერითი გამოცდა) - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.

განაცხადების მიღება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონულ მეილზე - info@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:

- განაცხადი (იხ. მიმაგრებული დოკუმენტი);

- იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანერებული).

მეილის ”subjec" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი. დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები არ იქნება განხილული.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ნონა ქურდოვანიძე.

მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15

ტელ: 2-99 50 76; 2-93 61 01 (145)