კონკურსი საიას აჭარის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე

თარიღი: 20 ივნ 2013

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს აჭარის ფილიალში იურისტის თანამდებობაზე

(სპეციალიზაცია-სამოქალაქო-ადმინისტრაციული)
ძირითადი მოვალეობები:
მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე;
მოქალაქეთათვის საადვოკატო მომსახურების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;
კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;
საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება
კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სპეციალიაზაცია–სამოქალაქო-ადმინისტრაციული)
სასურველია პროფესიით მუშაობის გამოცდილება
მოწესრიგებული შრომის დისციპლინა, სამუშაოს დაგეგმვის უნარი
გუნდური მუშაობის გამოცდილება
კომპიუტერთან მუშაობა
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ასოციაციის აჭარის ფილიალში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. ავტობიოგრაფია (CV);
2. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა (სპეციალიზაცია-სამოქალაქო-ადმინისტრაციული);
4. სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 08 ივლისის 18.00 საათამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
მისამართი: ქ.ბათუმი, გორგასლის #89; ტელეფონები: (0422)222950;
საკონტაქტო პირი: გია ქარცივაძე /593345434/