საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. კონკურსში მონაწილეებს  მოეთხოვებათ ასევე კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
კონკურსში  მონაწილე  პირმა ელექტრონულ  მეილზე -  trainee@gyla.ge უნდა  გამოაგზავნოს:
•	ელექტრონულად შევსებული  განაცხადის ფორმა (იხ. მიბმული დოკუმენტი);
•	იურისტის დიპლომის ან შესაბამის კურსზე  სწავლების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (დასკანირებული).
ან ორივე დოკუმენტი მატერიალური ფორმით წარმოადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში  ქვემოთ  მითითებულ  მისამართზე.  
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები  მიიღებენ  შესაბამის  სერტიფიკატს.
თანაშემწეებს/სტაჟიორებს ევალებათ:
•	იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან  შემოსული  კითხვა- პასუხების ელექტრონულ პროგრამაში  დაფიქსირება;
•	სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის  მომზადებაში  დახმარება;
•	საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა;
•	ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება; 
•	იურიდიული დახმარების თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სხვა მოვალეობათა შესრულება.
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები. 
საბუთების მიღება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და საიას ოფისში იწარმოებს 2014 წლის 08 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (განაცხადების წარმოდგენა როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით, შესაძლებელი იქნება 26 სექტემბრის 18:00 სთ-მდე). დაგვიანებით გამოგზავნილი ან წარმოდგენილი განაცხადები  არ  მიიღება. 
კონკურსი  ჩატარდება  ორ  ეტაპად:
კონკურსის პირველი ეტაპზე  (წერითი გამოცდა)  - დაშვებული  იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის/წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის  სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.
კონკურსის მეორე  ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.  
წერითი  გამოცდის  ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ გვერდზე, გამოცდის თარიღამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.  
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - შორენა ლოლაძე.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15 
ტელ:  2-99 50 76;   2-93 61 01