კონკურსი ვიდეორგოლების მომზადებაზე

თარიღი: 17 ნოე 2014

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/საია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD აცხადებს კონკურსს შემდეგი თემატიკის ვიდეო რგოლების მომზადებაზე:

1. თანამემამულეთა გლობალური ქსელი;

თანამემამულეთა გლობალური ქსელი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც საქართველოდან წასულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ერთმანეთსა და კავშირი დაამყარონ საქართველოსთან. იხ. შემდეგი ბმული: https://tanamemamule.ge/;
2. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ბოლო ცვლილებები;
ვიზისა და ბინადრობის ახალი საფუძვლები და მიღების პროცედურები;
3. სავიზო ლიბერალიზაცია;
სამოქმედო გეგმა, ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ახალი სავიზო რეგულაციები შენგენის ქვეყნებში სამოგზაუროდ;
4. პრაქტიკული რჩევები პოტენციური მიგრანტებისთვის;
მიგრანტების უსაფრთხოება და უსაფრთხოების ზომები რაც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას გამგზავრებამდე.
პირობები:
1. გამარჯვებულმა კომპანიამ/კომპანიებმა უნდა დაამზადოს ვიდეო რგოლი. თითოეული რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი);
2. ვიდეო რგოლების აუდიო კომპონენტი უნდა ჩაიწეროს ცალკე, რათა შესაძლებელი იყოს იგივე ინფორმაციის გავრცელება რადიო მაუწყებლობების მეშვეობით;
3. ოთხივე ვიდეო და რადიო რგოლი უნდა იყოს მზად 10 დეკემბრისთვის, შესაძლოა ვადის უმნიშვნელოდ გაგრძელება წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;
4. განმცხადებელი იტოვებს უფლებას, შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე კომპანია ვიდეო რგოლების დასამზადებლად;
5. თითო კომპანიას/პირს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი შემოთავაზება თითოეული თემის მიხედვით; თითო კომპანიას/პირს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება ერთი ან რამდენიმე/ყველა თემის მიხედვით;
6. გამცხადებელი იტოვებს უფლებას შეცვალოს/დააკონკრეტოს თემატიკა და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარების დაზუსტება/შეცვლაში.
გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფასის, ხარისხისა და შესრულების დროის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა 2014 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
A. ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ;
B. შესრულებული სამუშაოს ბმულები;
C. ამ განცხადებაში მითითებული თემების მიხედვით სატელევიზიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე;
D. ამ განცხადებებში მითითებული თემების მიხედვით, სოციალური რგოლის სავარაუდო სცენარი (თითო თემაზე თითო სცენარი);
E. ინფორმაცია ვიდეო რგოლის დამზადებისათვის საჭირო ვადების შესახებ.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: macharashvili@gyla.ge და migration@cipdd.org
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სამუშაო საათებში (10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 05 94.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში: "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.