მაღალმთიან რეგიონებში საზოგადოებაზე ორიენტირებული განვითარების ხელშეწყობა

თარიღი: 6 თებ 2019

პროექტის სახელწოდება: მაღალმთიან რეგიონებში საზოგადოებაზე ორიენტირებული განვითარების ხელშეწყობა

ხანგრძლივობა: 15/01/2019 - 31/08/2019

დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)

ბიუჯეტი: 15 000 USD

მიზანი:

- მაღალმთიან რეგიონებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და გარემოს დაცვის საკითხების შესახებ;

- ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციული გაძლიერება ტრენინგებისა და კონსულტაციების გზით მათთვის საინტერესო თემებზე;

- „მწვანე ადვოკატირების პლატფორმის“ შექმნა და მუშაობა გარემოს დაცვის საკითხებზე;

- მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების კომპლექსური კვლევა.