საია აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურების შესაძენად

თარიღი: 11 სექტ 2020

ორგანიზაცია დაინტერესებულია შემდეგი ტიპის სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვით:

ავტობუსი (მინიმალური-28 და მაქსიმალური-45 ადგილიანი)

მიკროავტობუსი (მინიმალური-14 და მაქსიმალური-20 ადგილიანი)

მინივენი

მსუბუქი ავტომობილები ( რაოდენობა-მინიმუმ 100 ავტომობილი)

შემოთავაზებული ავტომანქანები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• - ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექ. დათვალიერება.

• - ანგარიშსწორება მოხდება გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე-შესაბამისად განაცხადის შემომტან კომპანიას/ ფიზიკურ პირს უნდა შეეძლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

განიხილება მხოლოდ 2000 წლის ზევით გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მანქანების სრული ტექნიკური მახასიათებლები, შესაბამისი სურათები და თითოეულის ფასი ცალ-ცალკე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 07 05 06-გიორგი ალადაშვილი.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 ოქტომბერი.