მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

თარიღი: 19 ოქტ 2023

წარმოდგენილი დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ და შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან მგალობლიშვილის და სალომე ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საკანონმდებლო პაკეტი: N07-3/360/10; 04.10.2023).1

საია დადებითად აფასებს საკანონმდებლო ინიციატივით შემოთავაზებულ ცალკეულ ცვლილებებს, მათ შორის, ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის ანგარიშების მოსმენის კომიტეტებზე გადატანას, რაც კომიტეტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას, ხოლო პლენარული სხდომა უმეტესად კონცენტრირდება კანონშემოქმედებასა და საპარლამენტო კონტროლის არსებით საკითხებზე. აგრეთვე, გათვალისწინებულია ანგარიშების განხილვასთან დაკავშირებული დებულებების სისტემატიზება და დახვეწა. აღნიშნულის მიუხედავად, საია მიიჩნევს, რომ რამდენიმე საკითხი უფრო მეტ მსჯელობასა და დასაბუთებას საჭიროებს კანონმდებლის მხრიდან, სანამ მათზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს; ამასთან, ერთ შემთხვევაში საჭიროა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის გამორიცხვაც. უფრო კონკრეტულად:

იხილეთ დანართი


1 საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან მგალობლიშვილის, სალომე ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საკანონმდებლო პაკეტი: N07-3/360; 04.10.2023), საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/27192, განახლებულია: 13.10.2023.