1 ოქტომბერს, ქუთაისში პარტია "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის " შტაბი დაარბიეს.
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ბაღდავაძის განცხადებით, კ. გამსახურდიას #19-ში მდებარე შტაბი დილით დარბეული დახვდათ. "12 საათისთვის, როდესაც ოფისში პარტიის წევრები მივიდნენ, ოფისი დარბეული, მაგიდები გადაბრუნებული და პლაკატები ჩამოხეული დახვდათ, ასევე ოფისიდან წაღებულია ამომრჩეველთა სიები.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.