20 დეკემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ჩაატარა ონლაინ პანელური დისკუსია: „პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში და მისი გავლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე”. დისკუსიაში მონაწილე ექსპერტებმა წარმოადგინეს პოლიტიკური პოლარიზაციის თეორიული კონცეფცია და ძირითადი მახასიათებლები, შემდეგ კი განიხილეს მისი ბუნება, მასშტაბი და გამოვლინებები ქართულ პოლიტიკაში. მოწვეულმა სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს პოლარიზაციის ეფექტებზე საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, განსაკუთრებით ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით და პოლარიზაციის გადასაჭრელად აუდიტორიას საკუთარი ხედვები გაუზიარეს.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: რიჩარდ იანგსი (Carnegie Europe), თეონა ლავრელაშვილი (ლიუვენის უნივერსიტეტი), სონია შიფერსი (ჰაინრიხ ბიოლის ფონდი), ივანე ჩხიკვაძე ( ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“). შეხვედრას მოდერატორობა გაუწია ქეთი აბაშიძემ (ფონდი „ადამიანის უფლებათა სახლი“).
შეხვედრის ჩანაწერი იხილეთ ბმულზე: https://fb.watch/a0lh8jO8OD/