პრეზენტაცია-დისკუსია: „დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები

თარიღი: 16 ოქტ 2014

2014 წლის 16 ოქტომბერს 10:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა დისკუსია "დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები".

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა კვლევის "დიასპორა და სახელმწიფო: ირლანდიის, იტალიისა და სლოვენიის გამოცდილება" შედეგები. ასევე საუბარი იყო საქართველოში დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე.
დისკუსიის ბოლოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოავლინა დიასპორულ ვიდეო კონკურსში ,, დიასპორა - ხიდი საქართველოსთან“ გამარჯვებული ნამუშევარი.
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელსაც საია-კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივად ახორციელებენ.