ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი

თარიღი: 20 ნოე 2012
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2009 წლის ნოემბერში დაარსდა.
2011 წლის თებერვლიდან პროექტი ხორციელდება IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში.
პროექტში ჩართულია საიას შვიდი ოფისი (თბილისი, რუსთავი, თელავი, ქუთაისი, გორი, ოზურგეთი, აჭარა).
ცენტრის მიზანი
დაიცვას ჟურნალისტის უფლებები:
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევაში;
  • საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შექმნილი დაბრკოლებების შემთხვევაში;
  • დამქირავებელთან შექმნილი შრომითი ხასიათის პრობლემების დროს;
  • ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სხვა სახის პრობლემების არსებობისას.
ცენტრის ამოცანები
  • უფასო სამართლებრივი დახმარება ჟურნალისტების, მედია-საშუალებებისა და იურისტებისთვის;
  • თანამშრომლობა იურიდიული დახმარების სამსახურთან;
  • საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად.
IREX - ის ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრი ჟურნალისტებს სთავაზობს:
  • უფასო იურიდიულ კონსულტაციას;
  • უფასო წარმომადგენლობას ყველა ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ სასამართლოში;
  • სარჩელისა და საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის თანხების სრულ ანაზღაურებას;
  • წარმომადგენლობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (სტრასბურგი);
  • ტრენინგებსა და სემინარებს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.
მომსახურების მიღება
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მომსახურების მიღება შესაძლებელია პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გზით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით www.gmldc.ge ან ცენტრის facebook-ის გვერდზე - „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი” (www.gmldc.ge)
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ 2012 წლის განმავლობაში:
  • მომზადდა 117 დოკუმენტი
  • გაიცა 1136 კონსულტაცია
კვლევები და გამოცემები:
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი;
  • Must carry -სხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და გამოცდილების ანალიზი და მოთხოვნილებები ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე;
  • სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესების მიზნით.