საია აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში არაანაზღაურებადი სტაჟიორების შესარჩევა

თარიღი: 25 დეკ 2023

ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მიზანია ქვეყანაში უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის სისტემური ცვლილების მიღწევა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სოციალური პოლიტიკა, თანასწორობის პოლიტიკა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.

პოზიციის დასახელება - სტაჟიორი/თანაშემწე

სამუშაო განაკვეთი - ნახევარი, აქედან 1 სავალდებულო დღე ოფისში მუშაობა (10:00-18:00)

სამუშაო ადგილი - თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის (სამართალი, საერთაშორისო სამართალი) ბაკალავრიატის მე-3 და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც კარგად ფლობენ ადამიანის უფლებათა სამართალს (2 ადგილი) და/ან სისხლის სამართალს (1 ადგილი). პროგრამული ვალდებულებების განსახორციელებლად საჭიროა ინგლისურის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

- ადამიანის უფლებების მიმართულებით პროგრამული პროექტების მართვაში პროგრამის მხარდაჭერა;

- ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი და შეფასება;

- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მიმდინარე კანონპროექტების ანალიზზე მუშაობა;

- პროგრამის მიერ მოსამზადებელი კვლევების, ანგარიშების და ბლოგების მომზადებაში ჩართულობა;

- სისხლის სამართლის მიმართულების თანაშემწის შემთხვევაში, სისხლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, შესაბამისი მიმართულების ანალიტიკოსების მხარდაჭერა პროგრამული ამოცანების განხორციელებისას.

უნარ-ჩვევები:

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- კვლევისა და ანალიტიკის უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, 2024 წლის იანვრის მეორე ნახევარში:

პირველი ეტაპზე (წერითი დავალება) - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, ვინც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერითი დავალება მოიცავს კაზუსებს - ადამიანის უფლებების სფეროში.

მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- რეზიუმე (CV);

- სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული, მაქსიმუმ 1 გვერდი);

- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge, subject: თანაშემწე ადამიანის უფლებების პროგრამაში (კანდიდატებმა, გთხოვთ, დამატებით, მიუთითეთ მიმართულება სისხლის სამართალი ან ადამიანის უფლებათა სამართალი).

ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 10 იანვარი.

სტაჟირების დაწყების თარიღი: 1 თებერვალი.