საია აცხადებს კონკურსს სასტუმრო მომსახურების შესასყიდად

თარიღი: 20 სექტ 2016

საია აცხადებს კონკურსს 2016 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში (სავარაუდოდ, 19-27 ნოემბერს) გასამართი ტრენინგისათვის სასტუმრო მომსახურების საქართველოს მასშტაბით.

მომსახურების მოცულობა:

შესასყიდ მომსახურეობაში შედის, 2016 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში (თარიღი და სტუმრების/დღეების ზუსტი რაოდენობა დაზუსტდება მოგვიანებით):

სტუმრების განთავსება:

  1. 12 ადამიანი 8 ღამით (19-ში შესვლა, 27-ში გამოსვლა);
  2. 5 ადამიანი 3 ღამით (21-ში შესვლა, 24-ში გამოსვლა);
  3. 5 ადამიანი 3 ღამით (23-ში შესვლა, 26-ში გამოსვლა).

სტუმრების კვება (დღეში 1 საუზმე, 1 სადილი და 2 ყავის შესვენება):

  1. 22 ადამიანი - 20-21 ნოემბერი;
  2. 23 ადამიანი - 22-23 ნოემბერი;
  3. 23 ადამიანი - 24-25 ნოემბერი;
  4. 21 ადამიანი - 26-27 ნოემბერი.

ტრენინგ-დარბაზი, ორგანიზებული U-ფორმით:

  1. დარბაზი, რომელიც იტევს 20-მდე ტრენინგის მონაწილეს, ორგანიზებული წრიულად (U-ფორმით);
  2. სინქრონული თარგმანის აპარატურა (22-25 ნოემბერს);
  3. პროექტორი და პროექტორის ეკრანი.

დამატებითი მოთხოვნები:

- სასტუმროს მოქნილობა სტუმრების განლაგებასთან დაკავშირებით;

- ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა;

- ვენტილაციის გამართული სისტემა;

- სისუფთავის მაღალი სტანდარტი.

მომსახურების საფასური

აღნიშნული მომსახურებისათვის გათვალისწინებულია მაქსიმუმ 10’000 ევრო. უფრო დაბალი ფასის შემოთავაზებებს მიენიჭებათ უპირატესობა შერჩევის პროცესში.

შერჩევის კრიტერიუმი

მომსახურების მიმწოდებელს საია შეარჩევს შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:

- მომსახურების ფასი;

- მომსახურების ხარისხი;

- მოქნილობა პირობებში.

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

- საერთო ფინანსური შემოთავაზება და ჩაშლილი დეტალური ბიუჯეტი;

- შემოთავაზებული მომსახურების დეტალური აღწერა ფოტომასალით (სასურველია);

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 9 ოქტომბერი. განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - macharashvili@gyla.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეონა მაჭარაშვილს - 577 070594