საია აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ მგზავრობის დაგეგმვაზე:
საია აცხადებს კონკურსს 2016 წლის დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში მგზავრობის დაგეგმვასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს: ავია/სარკინიგზო ბილეთების შეძენას და სასტუმრო მომსახურების შეძენას სხვადასხვა ქვეყანაში.
პროექტის მოკლე აღწერა:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“ ერთ-ერთი მიზანია ემიგრანტების საჭიროებების გამოკვლევა სხვადასხვა ქვეყანაში და მათთვის ინფორმაციის მიწოდება არსებულ სერვისებსა და კანონმდებლობაზე.
მომსახურების მოცულობა:
შესასყიდ მომსახურეობაში შედის, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით მგზავრობის ორგანიზება, ქვემოთ მითითებული განრიგის შესაბამისად. კერძოდ:
- მგზავრობის ლოჯისტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ავია და რკინიგზის ბილეთების შეძენა;
- სასტუმროების/საცხოვრებლის მოძიება და ჯავშანი.
მგზავრობის სავარაუდო განრიგი:
ნაკადი |
მგზავრობის თარიღები
|
ქვეყანა |
1 |
2-3 დეკემბერი |
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი |
4-5 დეკემბერი |
თურქეთი-საბერძნეთი |
|
6-8 დეკემბერი |
საბერძნეთი-საქართველო |
|
2 |
3-5 იანვარი |
საქართველო-იტალია-საფრანგეთი |
6-7 იანვარი |
საფრანგეთი-ესპანეთი |
|
8-9 იანვარი |
ესპანეთი-საქართველო |
|
3 |
1-2 თებერვალი |
საქართველო-ბელგია-ჰოლანდია |
3-4 თებერვალი |
ჰოლანდია-გერმანია |
|
5-6 თებერვალი |
გერმანია-საქართველო |
|
4 |
1-2 მარტი |
საქართველო-პოლონეთი-უკრაინა |
3-4 მარტი |
უკრაინა-მოლდოვა |
|
5-6 მარტი |
მოლდოვა-ესტონეთი |
|
1-2 აპრილი |
ესტონეთი-საქართველო |
|
5 |
10-13 აპრილი |
საქართველო-აშშ-საქართველო |
კონკრეტული ქალაქების შერჩევის კრიტერიუმია, დანიშნულების ქვეყანაში საქართველოდან გამგზავრებული ემიგრანტების მაღალი რაოდენობა.
სხვადასხვა პირობები:
- დანიშნულების ქალაქები უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ სად არის ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან;
- მგზავრობის თარიღები უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ როდის არის ყველაზე დაბალფასიანი პერიოდი კონკრეტული დანიშნულების ქვეყნისათვის;
- თანხის დაზოგვის მიზნით, სასურველია ვიზიტები ქვეყნებში დაჯგუფდეს სიახლოვის მიხედვით, რათა გარკვეულ შემთხვევებში მგზავრობა მოხდეს შიდა სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით (იხ. ზემოთ მითითებული სავარაუდო განრიგი);
- შემოთავაზებაში, შესაძლებელია სავარაუდო განრიგის ცვლილება, ზემოთ მითითებული პირობების გათვალისწინებით.
ტექნიკური მონაცემები:
ტრანსპორტისა და სასტუმრო განთავსების შერჩევისას, მოთხოვნილი კრიტერიუმია:
- უსაფრთხოება;
- სისუფთავე;
- საქართველოს საელჩო/საკონსულოებთან და/ან დიასპორულ ორგანიზაციებთან/საქართველოდან წასული ემიგრანტების დასახლებებთან სიახლოვე ან სხვადასხვა სატრანსპორტო ქსელებთან სიახლოვე;
- სასტუმროს შემთხვევაში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და საუზმე;
- სასტუმროს შემთხვევაში, შესაძლებელია სტუმრების ერთად ან ცალ-ცალკე განთავსება.
შერჩევის კრიტერიუმი:
მომსახურების მიმწოდებელს საია შეარჩევს შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:
- მომსახურების ფასი;
- მომსახურების ხარისხი (უსაფრთხოება და სისუფთავე);
- მოქნილობა პირობებში.
უფრო დაბალი ფასის შემოთავაზებებს მიენიჭებათ უპირატესობა შერჩევის პროცესში.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- საერთო ფინანსური შემოთავაზება და ჩაშლილი დეტალური ბიუჯეტი, სადაც მითითებული იქნება მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები თითო ადამიანზე და სავარაუდო ფასდაკლებები მგზავრთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში;
- შემოთავაზებული მომსახურების დეტალური აღწერა;
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თეონა მაჭარაშვილს macharashvili@gyla.ge
ტელეფონი - 577 07 05 94.