საია აცხადებს კონკურსს ვიზუალური მასალის დამზადებაზე:
საია იწვევს გრაფიკოსებსა და გეოგრაფიული რუკის შედგენის სპეციალისტებს ვიზუალური მასალის შესაქმნელად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მოკლე აღწერა:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“ ერთ-ერთი მიზანია მიგრაციის სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
დავალების მოკლე აღწერა:
პროექტის ფარგლებში არჩეულმა გრაფიკოსმა უნდა შექმნას შემდეგი ვიზუალური მასალა:
- 20-30 სხვადასხვა სირთულის გრაფიკული გამოსახულების შექმნა (დიზაინი სხვადასხვა მასალისთვის: პოსტერები, ბანერები, სახელმძღვანელოები, და ა.შ.);
პროექტის ფარგლებში არჩეულმა რუკის შედგენის სპეციალისტმა უნდა შექმნას შემდეგი ვიზუალური მასალა:
- 30-მდე სხვადასხვა რუკა, რომელიც ასახავს რაოდენობრივ-სივრცით ინფორმაციას, წინასწარ უზრუნველყოფილი რაოდენობრივი მონაცემების შესაბამისად.
შერჩევის კრიტერიუმი:
კონკურსში მონაწილე პირმა/კომპანიამ უნდა წარმოაჩინონ მათი გამოცდილება და უნარ-ჩვევები და დაასაბუთონ, თუ რატომ შეძლებენ ყველაზე კარგად აღნიშნული დავალების შესრულებას.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმია:
- წარსულში მსგავსი პროდუქციის შექმნის გამოცდილება;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ინოვაციური ხედვა.
ვადები:
პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:
| 1 | ვიზუალური მასალის შექმნა | 1 დეკემბერი, 2016 – 1 თებერვალი, 2017 | 
| 2 | ტესტირება ფოკუს ჯგუფებში, დასრულება | 1-28 თებერვალი, 2017 | 
| 3 | მასალის გავრცელება | 1 მარტი - 1 ივლისი, 2017 | 
ანაზღაურება:
ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის:
- გრაფიკოსი - 800 ევრო მთლიანი დავალებისთვის (დასაბეგრი);
- რუკის შედგენის სპეციალისტი - 1200 ევრო მთლიანი დავალებისთვის (დასაბეგრი).
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა/კომპანიამ 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- დეტალური რეზიუმე/პორტფოლიო;
- წინა ნამუშევრების ლინკები/ასლები;
- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თეონა მაჭარაშვილს: macharashvili@gyla.ge
ტელეფონი - 577 07 05 94.