საია აცხადებს ტენდერს გრაფიკული დიზაინის მომსახურეობის შესყიდვაზე

თარიღი: 20 აპრ 2021

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობოორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: http://www.gyla.ge

საია საჭიროებს შემდეგ მომსახურეობას:

· ციფრული არხებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება 

· ინფოგრაფიკების მომზადება

· ბეჭდური მასალების ვიზუალური შეფუთვა/ყდის დიზაინი

· ფოტოების დამუშავება

· ილუსტრაციების შექმნა

სამუშაო გამოცდილება:

გრაფიკული დიზაინის სფეროში საქმიანობის/მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება

აუცილებელია გრაფიკული დიზაინისთვის საჭირო შემდეგი პროგრამების ცოდნა:

- Adobe Photoshop,

- Adobe Illustrator,

- Adobe InDesign (სასურველი)

დაინტერესებულმა კომპანიებმა/პირებმა გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:

კომპანიებისთვის:

- კომპანიის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია

- პორტფოლიო/ნამუშევრები

ფიზიკური პირებისთვის:

- რეზიუმე (CV)

- პორტფოლიო/ნამუშევრები

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/ფიზიკურ პირს ასევე დაევალება საიას წლიური ანგარიშის (გვერდების რაოდენობა: 80 გვ. + ყდა) დიზაინის მომზადება, რაც მოიცავს:

· ანგარიშის დიზაინის კონცეფციისა და სტრუქტურის შემუშავებას

· შიდა გვერდების გაფორმებას ტექსტის შესაბამისი ილუსტრაციებით და ფოტოებით;

· სტატისტიკური მონაცემების გარდასახვას ინფოგრაფიკებსა და ინფოგრამებში;

· საბეჭდი ფაილის მომზადებას

· შერჩეულ სტამბასთან ურთიერთობას ანგარიშის ბეჭდვის მაღალი ხარისხის მისაღწევად.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები დაინფორმაცია ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე gkiphiani@gyla.ge.

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არგანიხილება.

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102

ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124)

ფაქსი: (995 32) 2923211

Email: gkiphiani@gyla.ge

Web: www.gyla.ge